|
2018-12-27 18:32:07, 1547 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველ პარტიაში გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, გუნდის სურს, რომ ბოლომდე ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა დასძინა, რომ გუნდის ნაწილი ის იქნება, ვინც გუნდურად თამაშობს. "საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გუნდი არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, არ არის ჩვენთვის პრინციპული, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. მიღებულია და გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)