|
2018-12-26 16:41:46, 2172 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, რათა ტარიფები დარჩეს უცვლელი
„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება - ამ გადაწყვეტილებამ სემეკს საშუალება მისცა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები დარჩეს უცვლელი და მცირედი შემცირებაც კი მოხდეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზის ფასის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. „რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)