|
2015-06-15 20:15:37, 389 ნახვა
საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაცია საჭირო ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს
ზოოპარკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებში იღებს მონაწილეობას. ადმინისტრაცია დახმარების მსურველებისთვის იმ ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის არის საჭირო. „თბილისის ზოოპარკი მადლიერია ყველა იმ ადამიანის და მოხალისისა, რომელიც დაუღალავად შრომობს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში. გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომელიც გამოხატავს დახმარების სურვილს, ყველა მათგანს ვერც ვპასუხობთ. დახმარების მსურველი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების რიცხვი დიდია, მიზანმიმართული და ეფექტიანი თანადგომისთვის ვაქვეყნებთ ჩამონათვალს, თუ რისი საჭიროებაა ამ ეტაპზე. დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით ან პირდაპირ მოგვაწოდეთ ადგილზე (ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში) ნივთები ქვემო ჩამონათვალიდან: - საბავშვო გასაბერი აუზი პინგვინებისთვის - 2 ცალი; - საბავშვო აბაზანები წყლისთვის - 20 ცალი; - ტაშტები - 50 ცალი; - ეზოს ცოცხები - 200 ცალი; - ეზოს აქანდაზები - 100 ცალი; - წყლის ვედროები (რკინის ან პლასტმასის) - 100 ცალი; - ფოცხი - 50 ცალი; - ძლიერი, დიდი ბოქლომები - 30 ცალი; - ნაგვის მწვანე, ბორბლებიანი ურნები - 50 ცალი; - პირბადე - 1000 ცალი; - ხელთათმანი - 1000 ცალი; - სასმელი წყალი - რაც შეიძლება ბევრი; - "ბალგარკა" - 2 ცალი (230 მმ-იანი ქვა 50 ცალი); - 3 მმ-იანი ელექტროდი - 200 ცალი. დიდი მადლობა!!! „, – ნათქვამია განცხადებაში.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)