09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 20:07:11, 1718 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი

"საქართველოში სასამართლო, ფაქტობრივად, ფეხქვეშ არის გათელილი", - ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დასახელებული კანდიდატურები სასამართლო სისტემას დღემდე მართავდნენ.

„იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები 10 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად, არის ის ძველი კლანი რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს და კონსტიტუციას. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატები დასახელდნენ.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics