|
2018-12-24 15:16:36, 5175 ნახვა
კულტურა
ფონდი „ქართული გალობა“ 24 დეკემბერს კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებს
2018 წლის 24 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ფონდი „ქართული გალობა“ გასცემს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას ქართული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული მეცნიერული კვლევებისთვის. კონკურსი 2016 წლიდან ყოველ წლიურად იმართება. 24 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ (მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1) ქართული გალობის მკვლევარები სამ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი), საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი) და საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი (ფულადი პრემია 2000 ლარი). არტემ ერქომაიშვილი უწყვეტი ძველი ქართული სამგალობლო ტრადიციის ბოლო წარმომადგენელია. ის იყო საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, გურული სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე და უკანასკნელი სრული მგალობელი, რომელმაც ზეპირად იცოდა ათასობით საგალობელი. ქართული გალობის სამი შტოდან ერთ-ერთის - შემოქმედის სკოლის უნიკალური გალობა, ძირითადად, სწორედ არტემ ერქომაიშვილმა შემოუნახა მსოფლიო კულტურას. ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემას. არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
(NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)