02:01 - 26 May, 2026
|
2018-12-24 13:04:24, 3332 ნახვა
მსოფლიო
მუამარ კადაფის შვილი ვლადიმერ პუტინს ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვს
ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და ოფიციალურ მოსკოვს ლიბიის საპრეზიდნეტო არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კადაფის 46 წლის ვაჟი ვლადიმერ პუტინს ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს. წერილში, კადაფი ყვება თუ როგორ ხედავს ის ლიბიის მომავალს, ამბობს, რომ შესაძლოა, ლიბიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი და პუტინს მოუწოდებს სხვა ძალაუფლების ცენტრებთან მოლაპარაკებებში მისი შუამავალი იყოს. კადაფი უმცროსმა პუტინს წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის, საშუალებით გადასცა, როდესაც დეკემბრის დასაწყისში მათი შეხვედრა შედგა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)