|
2018-12-21 20:05:18, 1860 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას: ვერ შეგვაშინებთ დაჭერებით, ვერც დავით კირკიტაძეს შეაშინებთ და ვერც 800 ათას ამომრჩეველს
„ვერ შეგვაშინებთ დაჭერებით, ვერც დავით კირკიტაძეს შეაშინებთ, ვერც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს და ვერც იმ 800 ათას ამომრჩეველს“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. „როგორც ჩანს დღეს მინისტრის პარლამენტში მოსვლის მიზანი უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება ოპოზიციის მიმართ მუქარის, დაჭერით, დევნით შევიწროებით და შერჩევითი სამართლით „კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო“, მოგვახსენა დღეს ბატონმა გახარიამ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, შს მინისტრმა დეპუტატების მწვავე კითხვებს თავი აარიდა: „მინისტრი აქ მოვიდა, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ გასცეს პასუხი ზაზა სარალიძეს, ვახა მაჩალიკაშვილს ან ია კერზაიას შვილს ან ნოდარ ბურდილაძის ოჯახს ან ახალქალაქში დაზარალებულებს ან აფგან მუხთარელის და მის მეუღლეს ან იმ 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც იცის, რომ მას არჩევანი 28 ნოემბერს მოპარეს, არა, დღეს აქ მინისტრი მოვიდა იმისთვის, რომ დათუნა სარალიძის მკვლელის დაუსჯელობა სრულიად ურცხვად, ფაქტობრივად, კომისიას დააბრალოს. მოვიდა იმისთვის, რომ გვითხრას, რომ მაჩალიკაშვლის საქმეს, მუხთარლის გატაცებას და არჩევნების გაყალბებას პროკურატურა იძიებს თურმე“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)