17:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:06:43, 1501 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რომ წელს ქართველი და ევროპელი სამართლდამცველების თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ 14 წარმომადგენელი. 

„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც გაბნეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში შევქმენით საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში. აქ დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი და ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის საკმაოდ მაღალი.

დღეს ავტორიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში ჩვენი ატაშეები არიან აქტიურად წარმოდგენილი, მათ სერიოზული წვლილი მიუძღვით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საერთაშორისო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ევროპაში დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 14 წარმომადგენელი. ეს სტატუსის მატარებელ ხალხზეა საუბარი“, - განაცხადა გახარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics