|
2018-12-20 16:31:00, 5313 ნახვა
კულტურა
„Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run“ უმასპინძლებს
21 დეკემბრიდან გალერეა „Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს. ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს. ასევე კოლაჟის ტექნიკას მიმართავს - ნამუშევრებისათვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციასა და ტექსტებს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალური, სამეცნიერო თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ტილოებზე ასახვა, სწორედ ამიტომ, ხელოვანი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს - თითქოს დაუმთავრებელია სურათები. ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: "To see a world in a Grain of Sand" – „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი" (თბილისი - 2016), „Crossing the boundaries" – „AT388" (როტერდამი - 2015); „Kunstpreis" – „Kunsthalle Recklinghausen" (რეკლინგჰაუზენი - 2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est" - „Damenundherren" (დუსელდორფი - 2012); „Zwischen Gestern und Morgen" - „გალერეა 10" (კარლსრუე - 2011). გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.projectartbeat.com
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)