|
2015-06-15 16:59:30, 595 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრმა დაიწყო
დღეიდან აჭარის მოსახლეობას С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში შეუძლია (მის: ჯ. ქათამაძის N11). აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო მომსახურების მისაღებად კლინიკას დღეს 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიმართა. ინფექციურ საავადმყოფოში პროგრამის ამოქმედების პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ. „დღეს ბათუმში დაიწყო С ჰეპატიტის პროგრამისათვის ბენეფიციარების რეგისტრაცია და წინასწარი კვლევა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები უფასოა, ასევე სოცლალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სახელმწიო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისათვის 30%-ით აფინანსებს. დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინასების პროცესში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ქ. ბათუმის მერიაც ერთვება. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენებს კი თანაგადახდის 60%-ი“, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორის განმარტებით კლინიკა მზად არის სრული მომსახურება გაუწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილეებს. “ყველა პიროვნებას, რომელსაც აქვს დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ან ეჭვი C ჰეპატიტზე, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და C ჰეპატიტის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ამის შემდეგ ის ერთვება პროგრამაში და უტარება შესაბამისი კვლევები. კლინიკაში შექმნილია ინფრასტრუქტურა, მოვაწყვეთ ელიმინაციის პროგრამის კაბინეტი და აღვჭურვეთ საჭირო ინვენტარით“, - აცხადებს რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)