17:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 16:28:30, 1148 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა

19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 10 ლოკაციაზე:

1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი - ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა - ზუგდიდი) - 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში - ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში - სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან ( სოფელი პირველი მაისი - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

7. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

8. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

9. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

10. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics