|
2018-12-19 16:07:53, 732 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის და გარდაბანის 16 სოფლის მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერებს კარტოფილის მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლის და ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სპეციალისტებმა ინფორმაცია მიაწოდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევა და აგრარულ დარგში სახელმწიფო პროგრამების გაცნობაა. 2018 წელს სპეციალისტებმა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გამართეს, სადაც 7500-მდე ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)