|
2018-12-11 18:08:34, 1918 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს
„გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა. მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში კი „გალტ ენდ თაგარტმა“ სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა. „გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. „მოხარულები ვართ, რომ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა მთის საერთაშორისო დღის აღვნიშვნაში. ასევე, გვსურდა მადლობა გვეთქვა იმ პედაგოგისთვის, რომელიც არ ტოვებს სოფელ ყანობს და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე. გვინდოდა დასამახსოვრებელი გაგვეხადა მოსწავლეებისთვის ეს დღე და გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის სკოლაში კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა მოვაწყოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. ინფორმაციისთვის: მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.
(NS)
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)