|
2018-12-11 14:16:43, 1277 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი - საკანონმდებლო ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს აუარესებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებათა დავის საპარლამენტო კომიტეტზე "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაესწრო, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა. კანონში ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, რითიც იცვლება არსებული ნორმა, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე. როგორც ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტი არ ეთანხმება ამ ცვლილებას და მიაჩნია, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისათვის მიზანმიმართული მცდელობის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. "შემოთავაზებული ცვლილება აუარესებს პრეზიდენტისთვის ანუ უმაღლესი თანამდებობის პირისთვის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს. ამავე დროს, პროექტის ბოლო პუნქტში დაკონკრეტდა, რომ აქამდე არსებული რეჟიმიც შეიცვლება, პირდაპირ გავრცელდება მასზე ახალი კანონი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ განსაკუთრებული ინტერესი არის აქ მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნასთან მიმართებაში. ამ კანონპროექტის არაერთი დეტალი აჩვენებს, რომ საკითხი და დატვირთვა სახელმწიფო სპეციალური დაცვის თემის შესახებ არ არის ბოლომდე გააზრებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არ არის კანონპროექტში დაკონკრეტებული და ეს აჩვენებს, რომ სათანადოდ არ არის გაანალიზებული რა საფრთხეები შეიძლება წარმოშვას ამ რეჟიმის ცვლილებამ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა და პირები, რომლებსაც უკავიათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა და აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე საინტერესონი შეიძლება გახდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებრივად გავიაზროთ არსებული რეალობა, რათა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებსაც ეს თავიანთი თანამდებობიდან გამომდინარე სჭირდებათ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)