|
2018-12-07 19:08:15, 955 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე–8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018" გაიხსნა. გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ,,BATUMI BUILD-2018''-ზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი. ,,ბათუმში სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. გავეცანი მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას და კომპანიების სამომავლო გეგმებს. მსგავსი თემატიკის გამოფენები ხელს უწყობს მშენებლობის სფეროს განვითარებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ღონისძიება კომპანია "GEONET EXPO''-ს ორგანზიებით იმართება. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 9 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)