|
2018-12-07 13:49:52, 1420 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებმა თელავში, საგარეჯოში, მარნეულსა და კასპში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს. "112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს. შეხვედრების დასასრულს დისკუსია გაიმართა.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)