|
2018-12-05 17:27:24, 767 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში შუახევი-ხულოს გაზსადენის მშნებლობის საჯარო განხილვა გაიმართა
დღეს, შუახევის მერიის სააქტო დარბაზში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შპს „გასპრომი 2009“-ის p=6 კგ/სმ 2 გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო, რაც ითვალისწინებს შუახევიდან (სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას. პროექტის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი შეფასების დეპატრამენტის, გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს წარმომადგენელმა ლევან ოზბეთელაშვილმა წარადგინა. საჯარო განხილვას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებით თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელია შპს ,, გასპრომი- 2009“ . სამუშაოების სრული ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს. პროექტის ფარგლებში მილსადენის ძირითადი ნაწილი განთავსდება მიწისქვეშა თხრილში, ნაწილი კი ჰაერში. დასაქმებულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპი ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)