|
2018-12-04 16:55:44, 1789 ნახვა
სამართალი
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. აღნიშნულის დასასაბუთებლად კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2018 წლის ივნისსა და ოქტომბერში კომიტეტის წინაშე წარდგენილი არგუმენტები, კერძოდ: „წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ამით ეს საქმე განსხვავდება ევროპული სასამართლოს მიერ მე-18 მუხლთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებებისაგან; - გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ მომჩივნის პატიმრობა მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანას არ ისახავდა მიზნად. ეს გარემოებაც სათანადოდ იქნა აღნიშნული დღეს გამართულ სხდომაზე; - ივანე მერაბიშვილი ამჟამად სასჯელს იხდის სხვადასხვა მსჯავრდების გამო - მათ შორისაა დანაშაულები ენუქიძის და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომლის აღსრულებასაც ზედამხედველობს, ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. გაიზიარა რა მთავრობის ზემომითითებული არგუმენტები, მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა, რომ: - 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ეროვნულ დონეზე გამოძიება განახლდა; - 2018 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ დაამტკიცა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზე, რაც იყო კიდეც მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა; - ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შედეგად პროკურატურის ორგანოები დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება; - 2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლოებისათვის წინასწარ პატიმრობაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას და მათ ავალდებულებს ეს ზედამხედველობითი ფუნქცია ავტომატურად, გონივრული ხანგამოშვებით შეასრულონ; - 2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ პერიოდში დაწყებულია მუშაობა იმ მიზნით, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)