09:11 - 23 May, 2026
|
2018-12-03 14:21:08, 603 ნახვა
რეგიონი
პროექტით ნაგომარის უბნის 17 ოჯახი, სკოლა და ამბულატორია ისარგებლებს
სოფელ წყალსაყარში, ნაგომარის უბანში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალსადენი მდინარე წყალშავას ადიდების გამო დაზიანდა, რამაც გამოიწვია მოსახლეობაზე სასმელი წყლის დებეტის შემცირება. დაგეგმილი სამუშაოები სათავე ნაგებობის, გაბიონების, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ემემტე“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 28 980 ლარია. დასრულებული პროექტით ნაგომარის უბნის 17 ოჯახი, ჟანივრის საჯარო სკოლა და ამბულატორია ისარგებლებს. სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)