|
2018-12-03 14:18:55, 517 ნახვა
რეგიონი
წაბლანის 60-ამდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება
შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამოდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, წაბლანაში მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60-ამდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას. წაბლანელებს წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც წლებია აწუხებს და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდის წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდება. სოფლის მოსახლეობისთვის წყლის მოყვანა ღომას მთიდან ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,, გორა+ აწარმოებს. პროექტის ღირებულებაა 29 984 ლარი. ამ დროისათვის მიდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და წყლის მილების ჩაწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა და გამანაწილებელი აუზი. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)