|
2015-06-14 20:46:26, 407 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა სვანიძის ქუჩაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა, დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. "მოსახლეობას სახლები აქვს დატბორილი და ვნახეთ, რომ წყალი 3 და 5 მეტრზე იყო ასული. ძალიან დიდი ზიანი მიიღეს აქ კომპანიებმა. ჩვენ მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრებები, რომ როდესაც ესტაკადა აშენდა, იქ არ იყო მთელი რიგი პირობები გათვალისწინებული. კერძოდ, წყლის ნაკადის გატარება ვერ ხერხდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის რომ, მდინარის ადიდებისას, როგორც მოსახლეობა და სპეციალისტები ამბობენ, ვეღარ გაატარა იმ ნაკადის წყალი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ახლა მთავარია, აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს. "გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და ჩვენ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალზე. პირველადი სამუშოებისთვის ათი მილიონი ლარი უკვე გამოვყავით და საჭირო თანხებს ეტაპობრივად გამოვყოფთ“, - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს დაავალა, მოსახლეობა სასტუმროებსა და დროებით თავშესაფარებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიყვანონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)