|
2015-06-14 20:02:10, 550 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა. РИА Новости-ის ინფორმაციით, საქართველოში, სტიქიის ზონაში გამოსამგზავრებლად სპეციალური აღჭურვილობით, სამაშველო ჯგუფის 100-ზე მეტი წარმომადგენელია მზად. „საგანგებო სიტუაციების მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეტყობინება გაგზავნა, სადაც თანაგრძნობა გამოხატა სტიქიის შედეგად გარდაცვლილებთან დაკავშირებით და ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში. რუსული მხარის მიერ საქართველოს შსს-ში გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოსამგზავრებლად მზადაა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი თვითმფრინავი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობით. ასევე 100-ზე მეტი საერთაშორისო დონის მაშველი, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი სტიქიების ლიკვიდაციაში, როგორც რუსეთში, აგრეთვე საზღვარგარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)