22:21 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 11:17:25, 2812 ნახვა

მსოფლიო
​პუტინი იმედოვნებს, რომ ბერლინი უკრაინაზე გავლენას მოახდეს, რათა მან გაუაზრებელი ნაბიჯები არ გადადგას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარში განიხილა, - ამის შესახებ ntv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა უკრაინული მხარის ქმედებებს პროვოკაციული უწოდა და საერთაშორისო უფლებების დარღვევად შეაფასა.

საუბრისას შეშფოთება გამოთქვეს, უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ბერლინი კიევზე გავლენას მოახდენს, რათა უკრაინამ გაუაზრებელი ნაბიჯები არ გადადგას.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics