06:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 20:10:14, 1791 ნახვა

კომენტარი
პასკალ მენიე: ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს - იმედია, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. იმედი მაქვს, შენარჩუნდება სტაბილურობა, სიმშვიდე და პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ორი კანდიდატია და არჩევანი ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ფასკალ მენიემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics