|
2018-11-26 16:43:15, 2541 ნახვა
მსოფლიო
აქცია კიევში - უკრაინელი ნაციონალისტები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ
უკრაინის დედაქალაქ კიევში ასობით მოქალაქე აქციას მართავს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციასთან პარტია "ნაციონალური კორპუსის" და სხვა ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრები არიან შეკრებილები. ისინი ითხოვენ, ქვეყნის პრეზიდენტმა სამხედო მდგომარეობა გამოაცხადოს. "ვითხოვთ, რომ 30 დღის განმავლობაში სამხედრო მდგომაროება გამოცხადდეს. თუმცა პარალელურად უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ ექნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ უმაღლესმა რადამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახნის უფლება ჰქონდეს. მომიტინგეები აქციის გამართვას პარლამენტთანაც აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)