|
2018-11-26 09:09:12, 566 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა. სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, პროგრამა „GRASSROOT"-ის ფარგლებში გაკეთდა. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი მოცვის სანერეგე მეურნეობა. სათბურებში ასევე სხვადასხვა სახის ბოსტნული მოჰყავთ. მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული , რაც ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფასა და უმუშევრობის შემცირებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)