|
2015-06-14 15:31:32, 366 ნახვა
პოლიტიკა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო შტაბი მუშაობს
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საგანგებო შტაბი მუშაობს. როგოც „ექსპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ქართული ოცნების" წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ და ამ დრომდე მონაწილეობენ სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბთან და დედაქალაქის მერიასთან კოორდინაციით, დახმარების მსურველთა დამატებითი მობილიზაცია საჭიროების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოხდება, საიდანაც ისინი სხვადასხვა ტერიტორიაზე გადანაწილდებიან. უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ ჰუმანიტარული დახმარება დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მიიტანონ, რაც შემდეგ საჭიროების მიხედვით გადანაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)