|
2018-11-23 12:56:41, 568 ნახვა
რეგიონი
ნოდარ კერესელიძე პროექტის „MOLI კახეთში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე პროექტის „MOLI კახეთში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მთავრობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი და მისი განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მიზნით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყება. „MOLI კახეთში“ ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი პროექტების წარმატებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის „MOLI კახეთში“ მიზანი კახეთის რეგიონში მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)