08:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 12:31:55, 537 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ის ტყვიავის ამბულატორიაში სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო და მედპერსონალს გაესაუბრა. მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისწავდომობისთვის მსგავსი ტიპის აქციების მნიშვნელობა გამოჰყო.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შედგა. მათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების შეფასება და დაგეგმილი სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მოგვიანებით კი, აუდიტორიის მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილი ექიმი-ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა.

რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა პერმანენტულად, მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი გეგმების დასახვაში ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისთვის იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics