06:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 19:39:26, 1413 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური

"ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პრემიერის შეფასებით, ნათლად არის დანახული ყველა ხარვეზი, რომელიც მმართველობით სისტემაში არსებობდა. 

"უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომ მმართველობითი სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო. ჩვენ გასატარბელი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ბიუჯეტეი და პარტნიორებისგან მიღებული დახმარება გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური, ძალიან მაღალი კომპეტენციის და არსებობდეს შესრულების ძალიან მაღალი დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics