|
2018-11-21 15:36:47, 734 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ბიზნეს სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება მიმდინარეობს
აჭარაში ბიზნეს სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება მიმდინარეობს. დასაქმების სააგენტო რეგიონში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით "კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით" პროგრამას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რეგიონის ბიზნეს სექტორში დასაქმებული 140 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში იმაღლებს კვალიფიკაციას, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების სფეროში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგებში; ადმინისტრირება, ფუნქციონირება და მართვის თანამედროვე მეთოდები და მარკეტინგის მენეჯმენტი. პროექტი ასევე ითვალისწინებს მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებით - ქართული სამზარეულოს ევროპულად წარდგენა; ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების გამოყენებით კოქტეილების მომზადება; ინფრასტრუქტურის გონივრული გადაწყვეტილებები; საპარიკმახერო ხელოვნება და მედია - მენეჯმენტი. ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით’’ პროგრამის ფარგლებში ტრენინგები 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)