|
2018-11-21 13:51:50, 1528 ნახვა
სამართალი
„ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე“ - შს მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე, უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)