|
2018-11-20 18:18:57, 1012 ნახვა
რეგიონი
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ "თანას" ბენეფიციარებმა, კონცეტრი "შემოდგომის ზეიმი" გამართეს. კონცერტს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მერიებისა და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრში სარეაბილიტაციო მომსახურებას 50 ბენეფიციარი ღებულობს. დაწესებულება ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის პროგრამებში, რომლებიც გათვალისწინებულია შშმ პირთათვის. 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef) მიიჩნევს, ბავშვის ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების დათრგუნვა, მისი უგულებელყოფა - ძალადობაა. ფონდი მშობლებს რეკომენაციას აძლევს და განმარტავს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდებს ბავშვის განვითარებაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)