16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 16:05:00, 2033 ნახვა

სამართალი
ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. 

საქმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხება, რომლის თანახმადაც ლაშა ნაცვლიშვილი 2017 წელს საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ,  ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics