|
2018-11-19 14:26:21, 1732 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თბილისში, „ხელოსნების ქალაქში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ავეჯის წარმოებაში არსებული გამოწვევები განიხილა. შეხვედრის გამართვამდე გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში არსებული საწარმოები დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია „ხელოსნების ქალაქის" განვითარებისა და სამომავლო პროექტების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც საჯაროდ, მედიის საშუალებით მოითხოვეს მინისტრთან შეხვედრა და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ. გიორგი ქობულიას შეფასებით, ძირითადი დაბრკოლებები, რაც ამ სფეროში არსებობს, არის მუშახელის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამები. „წარმოებების ხელმძღვანელები, რომლებსაც მე ველაპარაკე, ყველა ერთხმად იმეორებს, რომ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ პროგრამებს, ტრენინგის ცენტრების შექმნას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში მაინც. გვჭირდება, რომ წელიწადში ორი-სამი ათასი სპეციალისტი მოვამზადოთ ამ სექტორში" - აღნიშნა მინისტრმა. კლასტერში ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრი ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო ცენტრ „ხელოსნების სკოლასაც" ეწვია, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შესაძლებლობა აქვს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობაც გაიაროს და წარმატების შემთხვევაში, კლასტერში დასაქმდეს. „ხელოსნების ქალაქი" თბილისში, ავჭალის დასახლებაში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით იქ 200-მდე ორგანიზაცია ოპერირებს. ის აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. აუცილებელი პირობაა, რომ კლასტერის ტერიტორიაზე დასაქმების მსურველი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყოს ავეჯის წარმოებასთან. „ხელოსნების ქალაქი" 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. კლასტერში ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე იგეგმება იტალიური ავეჯიას და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მსხვილი საწარმოს გახსნაც. „ხელოსნების ქალაქის" პოტენციალით დაინტერესებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც, როგორც, დონორი ორგანიზაცია, სისტემატურად აფინანსებს ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულების საერთაშორისო გამოფენებში დასწრებას და ევროპის სხვადასხვა საწარმოებში მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების და დატრენინგების მიმართულებით.
(NS)
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)