08:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-18 18:43:42, 967 ნახვა

რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზა ინტენსიურად იწმინდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე  (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან.

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics