|
2015-06-14 04:43:11, 537 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქის მასშტაბით სტიქიის შემდეგ ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია სამგორის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში. ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა ისევ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობის გამოყვანა თითქმის დასრულებულია. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, სადაც მოვარდნილმა წყალმა ვოლიერები გაგლიჯა, რის გამოც ცხოველთა ნაწილი ქუჩაში აღმოჩნდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაახლოებით 3 მეტრამდე უკვე დაიწია, რამაც შესაძლებელი გახადა, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულიყო. თბილისის მერიის ყველა სამსახური დედაქალაქის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. ყველა რაიონში მობილიზებულია ტექნიკა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)