|
2018-11-14 15:42:35, 605 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ გაიმართება
17-18 ნოემბერს, ბათუმი უმასპინძლებს თანამდროვე ხელოვნების ფესტივალს „მისამართი“. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მდებარე 6 საცხოვრებელი კორპუსი გადაიქცევა საგამოფენო სივრცეებად. ლიფტი, სადარბაზო, აივანი, საძინებელი, აბაზანა იქნება სივრცეები, სადაც ხელოვანები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებსა და შეასრულებენ პერფორმანსებს. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ხელოვანებისა და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. შესაბამისად, ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას აღნიშნული კორპუსების მეზობლები წარმოადგენენ. ფესტივალის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ გამოფენებსა და არტ-პერფორმანსებს, გარდა ამისა გაესაუბრონ ხელოვანებს მათი ნამუშევრების შესახებ. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ წელს პირველად ტარდება და მასში 9 ხელოვანი სხვადასხვა პროექტითაა წარმოდგენილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)