|
2018-11-14 13:08:55, 1327 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ ცნობილი პოლიტპატიმარი ზაზა სამხარაძე გაამართლა. პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ კი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის გაასამართლეს, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს,პოლიტპატიმარ ზაზა სამხარაძის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც დადასტურდა ზაზა სამხარაძის უდანაშაულობა. ზაზა სამხარაძე, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი აქტიურად მონაწილეობდა 2011 წლის მაისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დასჯის მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა ზაზა სამხარაძისთვის დანაშაულის პროვოკაციის მოწყობა და მისი დაკავება. „2011 წლის 6 ივნისს, საღამოს საათებში ზაზა სამხარაძის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავების აგენტ-პროვოკატორი რ.ნ. მივიდა, რომელსაც ზაზა სამხარაძის მეუღლისთვის ყვავილების გადაცემა სურდა, რასაც მათ შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, ზაზა სამხარაძე რ.ნ.-ს სხეულის დაზიანების გამო დააკავეს. 2011 წლის 15 აგვისტოს, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ზაზა სამხარაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა ე.წ. ,,დაზარალებულის" რ.ნ.-ის კავშირები სამართალდამცველებთან და მათი არალეგიტიმური დაინტერესება ზაზა სამხარაძის პიროვნების მიმართ. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული სრულად გაამართლა. რაც შეეხება პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს". გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)