|
2015-06-14 03:51:23, 425 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე არ გადაადგილდეს
მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ. თბილისში მოსული სტიქიის გამო თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვისის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე გამგეობის ჯგუფები დედაქალაქის მასშტაბით სტიქიას ებრძვიან. ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის არაერთი ქუჩა, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი. გზა ჩავარდა ჯავახიშვილისქუჩზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)