07:50 - 23 May, 2026
|
2018-11-13 13:14:17, 551 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე რწმუნებულებს ხვდება
ამ წუთებში შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და სოფლის თანაშემწეებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. თათბირის მუშაობაში მონაწილეობენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე. შეხვედრის ძირითად თემას სოფლებში არსებული მდგომარეობა,ზამთრის სეზონთან დაკავშირებული საკითხები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამების და 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობა წარმოადგენს. ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა. თათბირზე განიხილება სხვა შემხვედრი საკითხებიც. თათბირის მუშაობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეაჯამებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)