|
2015-06-13 15:32:33, 420 ნახვა
საზოგადოება
ქარელში მოსახლეობა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობას ეწინააღმდეგება
ქარელში სოფელ არადეთში ნავთობისა და გაზის კორპორაციას სოფლის საკუთრებაში არსებულ მიწაზე გაზსადენი მილი გაჰყავს. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ასობით ჰექტარის ნათესები განადგურების საფრთხის წინაშეა. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპორაციასთან კონტრაქტი 2012 წელს გააფორმეს, თუმცა სამუშაოების შესახებ ორგანიზაციას ისინი წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა და პროექტის განხორციელება მოსავლის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, გაზაფხულისთვის კი მიწები დასამუშავებლად სოფელს დაბრუნებოდა. „2012 წელს დაგვიდო გაზის კომპანიამ ხელშეკრულება იმ პირობით, რომ მოსავალს ავიღებდით, შემოდგომაზე გაატარებდნენ ტექნიკას, ჩადებდნენ გაზის მილს და გაზაფხულზე ჩაგვაბარებდნენ იგივე მიწას, სადაც შეგვეძლება მოსავლის მოყვანა. ახლა ჩვენ გაუფრთხილებლად სამი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ, ხალხმა ბანკიდან ვალები აიღო, დაამუშავა ყველაფერი და მოსულ მოსავალს აფუჭებენ“, - აცხადებს სოფლის მოსახლეობა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, სამუშაოები ორშაბათამდე არ განახლდება. მანამდე კი ადგილობრივებთან კომპენსაციაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. „ამ პერიოდისთვის ხელმეორედ ითვლება კულტურათა ფასთა სხვაობა და მოსახლეობას ის თანხები გადაეცემა. რაღაც გაუგებრობაა მომხდარი და ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება, საკითხში გავერკვევით“, - განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა გიორგი ცარაულმა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)