|
2015-06-13 13:46:22, 409 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე გოტებურგის მერს ლენა მალმს შეხვდა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, გიორგი თავამაიშვილი და შვედეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უჩა გაბეჩავა გოტებურგის მერს ლენა მალმს შეხვდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-შვედურ ბიზნეს ურთიერთობებს. არჩილ ხაბაძემ წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროიორიტეტული მიმართულებები და ეკონომიკური პოტენციალი. აღინიშნა, რომ ვინაიდან გოტებურგიც საპორტო ქალაქია, სადაც მდებარეობს შვედეთის ყველაზე დიდი პორტი, შესაძლებელია გოტებურგის გამოცდილება ბევრი მიმართულებით სამაგალითო იყოს აჭარისთვის, როგორც ზღვისპირა რეგიონისთვის. შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია წარმატებული ქვეყნების რეგიონების გამოცდილების გაზიარება. „ჩვენს ქალაქებს ბევრი საერთო აქვს. გოტებურგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ დარგს სწორედ ტურიზმი წარმოადგენს, შესაბამისად ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი და სათანამშრომლო. შესაძლებელია, სამომავლოდ ბათუმისა და გოტებურგის დამეგობრება და მჭიდრო კავშირების დამყარება განათლების, ტურიზმის და სხვა მიმართულებით“ - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)