15:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 16:02:20, 2001 ნახვა

სამართალი
თამბაქოს კონტროლის ალიანსი: სათამაშო ბიზნესის ასოციაცია სასამართლოში გვიჩივის

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი ალიანსს სასამართლოში უჩივის. შესაბამისი განცხადება ბახტუძის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი ითხოვს, რომ ალიანსმა უარყოს მათი განცხადება, რომელშიც ხსენებული ბიზნესი უარყოფითად არის მოხსენიებული.

"სათამაშო ბიზნესი თამბაქოს კონტროლის ალიანსს უჩივის სასამართლოში, რომ ვუარყოთ ჩვენი განცხადება იმის თაობაზე რომ ეს ბიზნესი ბუნებით არის კრიმინალური რადგან საყოველთაოდ ცნობილია რომ იქ ხდება ფულის გათეთრება, ასევე თვითმკვლელობამდე მიყავს მათი კლიენტების ნაწილი და უკიდურეს სიღარიბეში აგდებს ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილს. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა წინ უძღოდა ის ფაქტი რომ ამ ასოციაციამ მოითხოვა სამორინეების (კაზინოების) შემდგომ მოწევა დაშვებულიყო სათამაშო აპარატების სალონებსა (სლოტ-კლუბები) და ტოტალიზატორებში. ჩვენ კი მოვითხოვეთ მოწევის აკრძალვა სამორინეებშიც, რომ დავიცვათ იქ დასაქმებული ასობით ჩვენი მოქალაქე", - წერს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი Facebook-ზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics