|
2018-11-10 11:20:12, 682 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა
ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. სკოლა, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ფეხბურთის სტანდარტული ზომის სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები აქვს. გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტი არ ჰქონდა სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!” - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სკოლის გახსნაზე მისულ საზოგადოებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)