|
2018-11-09 15:55:30, 3602 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში, ოფიცერი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობაში ამხილეს
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისელმა რუსეთში ოფიციალური ვიზიტი გადადო, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ყოფილი ავსტრიელი ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, ხსენებული ფაქტის გამო ქვეყნის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს. "ჯაშუშობა მიუღებელია, მათ შორის რუსული ჯაშუშობა ევროპაში", - განაცხადა კურმა. მისივე თქმით, 70 წლის ყოფილი ავსტრიელი ოფიცრის ჯაშუშობის ფაქტი, მათ "მეგობარმა ქვეყანამ" შეატყობინა. გამოცემა Die Presse იტყობინება, რომ ეჭვმიტანილმა აღნიშნული ბრალდება აღიარა. როგორც ყოფილმა ოფიცერმა განაცხადა, რუსული მხარე მას ტექნიკურ მოწყობილობებს აწვდიდა, რომლის მეშვეობითაც კრემლი ინფორმაციას იღებდა. ავსტრიის არმიის წინასწარი შეფასებით, რუსულ მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას არ მიუღია. სამართალდამცველებმა ყოფილი ოფიცრის სახლიდან ყველა ტექნიკა უკვე ამოიღეს და ინფორმაცია პროკურატურაშია გადაცემული. გაზეთი Kronen Zeitung კი, წერს რომ ბრალდებული რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამისთვის მან, 300 ათასი ევრო მიიღო. ის რუს კურატორს 2 კვირაში ერთხელ ეკონტაქტებოდა და ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო დანადგარების და გამართული თათბირების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. "სკანდალი არ გააუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთსა და ევროკავშირის შორის", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა. რაც შეეხება ავსტრიიდან რუსი დიპლომატების შესაძლო გაძევების საკითხს, კურცმა დასძინა, რომ "შემდეგ ნაბიჯებს ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს".
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)