19:28 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 11:55:26, 3307 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები კიდევ სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს დაუწესა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასანქციო სიაში არიან უკრაინის მოქალაქეები, უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრ ბასოვი და ანდრეი სუშკო. ბასოვი ამჟამად ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილეა, სუშკოს კი, რომელიც მოხსენიებულია რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად, ბრალად ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელი აქტივისტის გატაცება და წამება ედება. სანქციების სიაში რუსეთის სარაკეტო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმირ ზარიცკიც მოხვდა. 

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, სიაში ყირიმის ოთხი სანატორიუმი და სასტუმრო, ოთხი საწარმო და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო მოხვდნენ. 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების მიღებას განაგრძობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics