14:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 20:11:51, 2269 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა,  შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა. კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით  და  12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია.

"გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას  მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული  ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით,  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო   ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics