|
2015-06-12 20:32:21, 432 ნახვა
პოლიტიკა
ყირიმის ანექსიის შემდგომ რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა გუშინ ყირიმის ანექსიის შემდგომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის აუზი სტრატეგიულად მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და გმობენ რუსეთის მიერ 2014 წლის ნოემბერში აფხაზეთისა და 2015 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტს. მათი თქმით, ე.წ. „ხელშეკრულებები“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევენ ისევე, როგორც რუსეთი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის თაობაზე. მათი თქმით, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმით სამხედრო ინფრასტრუქტურა, თავისი ფართო ოპერატიული სპექტრით, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)