|
2018-11-08 17:30:56, 1699 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს
„ყველა სტუდენტს, რომელიც ცხოვრობს გამყოფი ხაზების მახლობლად სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლას. ბოლო 4 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 433-დან 1200-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო მინისტრი ასევე გამოეხმაურა სოფელ ატოცში ე.წ. ბორდერიზაციას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავთულხლართების დასაშლელად ყველა ბერკეტი ამოქმედებული აქვს. „მინდა გამოვეხმაურო ატოცში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას, მე გუშინ გახლდით ჩასული ამ სოფელში. ადგილზე გავეცანი ვითარებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს. ჩვენ არ ვაპირებთ მოძრავ მავთულხლართებს და ბუნებრივი ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია და მომავალშიც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპულ საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი, ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა მოხდეს მავთულხლართების დემონტაჟი, რამდენადაც მთელი მსოფლიოსათვის მიუღებელია ხელოვნური ბარიკადები, რასაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული აშენებს და ეს პოზიცია არის შეუვალი და ერთსულოვანი. გარდა შეფასებებისა ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. მე გუშინაც ვთქვი, რომ ჩვენი პასუხი არის მეტი განვითარება, მეტი პროგრესი. დღეს, მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ყველა სტუდენტს, რომელიც ცხოვრობს გამყოფი ხაზების მახლობლად სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლას, უმაღლეს განათლებას. ეს ხორციელდება უკვე წლების განმავლობაში, სასიხარულო არის ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა. განათლების სამინისტრომ ეს ბიუჯეტი გამოყო მომდევნო წლისთვისაც, რადგანაც ჩვენი ამოცანაა, რომ ამ და სხვა ნაბიჯებით მოსახლეობას, არათუ დატოვოს, არამედ კიდევ უფრო გამყარდეს ამ ტერიტორიაზე ურთიერთობა“, - ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)